იურიდიული აუთსორსინგი

თქვენი ბიზნესის იურიდიული გუნდი ყოველდღიური საჭიროებებისთვის

ვეხმარებით ბიზნესს ყოველდღიური სამართლებრივი საკითხების სწრაფად გადაწყვეტაში — ხელშეკრულებებიდან და თანამშრომლებიდან ოფიციალურ წერილებსა და პარტნიორებთან ურთიერთობამდე.

აუდიტორია

ვისთვის არის განკუთვნილი

  • ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  • მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
  • სტარტაპებისთვის
  • ონლაინბიზნესისთვის
  • კომპანიებისთვის, რომლებსაც მუდმივი შიდა იურისტი არ ჰყავთ
  • კომპანიებისთვის, რომლებსაც მოქმედი იურიდიული გუნდის დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ

მომსახურება

რაში დაგეხმარებით

  • ყოველდღიური სამართლებრივი კონსულტაცია
  • ხელშეკრულებების მომზადება და შემოწმება
  • თანამშრომლებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები
  • პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ოფიციალური კომუნიკაცია
  • მოთხოვნის, პრეტენზიისა და პასუხის მომზადება
  • კომპანიის შიდა დოკუმენტებისა და წესების შემოწმება
  • სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება
  • სამართლებრივი რისკების წინასწარი გამოვლენა
  • დავის წარმოშობამდე პრობლემის მოგვარების გზების განსაზღვრა

ნახეთ სრული ჩამონათვალი

  • ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევა
  • კომპანიის ან ინდმეწარმის რეგისტრაცია და სარეგისტრაციო დოკუმენტები
  • შიდა დოკუმენტები — ბრძანება, დებულება, პოლიტიკა, კრების ოქმი
  • შრომითი დოკუმენტაცია — ხელშეკრულება, შეწყვეტა, შიდა წესები
  • სამართლებრივი ანალიზი და რისკის შეფასება გარიგებამდე
  • კონტრაგენტთან მოლაპარაკებაში მონაწილეობა
  • ადმინისტრაციულ ორგანოსთან კომუნიკაცია
  • 24/7 რეაგირება — ჩხრეკა ოფისში, დოკუმენტების ან ტექნიკის ამოღება

პროცესი

როგორ მიიღებთ მომსახურებას

    01

    აირჩიეთ ბიზნესისთვის განკუთვნილი პაკეტი

    02

    დაარეგისტრირეთ კომპანია და უფლებამოსილი მომხმარებლები

    03

    კაბინეტიდან გაგზავნეთ საკითხი ან ატვირთეთ დოკუმენტი

    04

    ადვოკატი შეაფასებს მოთხოვნას

    05

    მიიღეთ კონსულტაცია, დოკუმენტი ან მოქმედების გეგმა

მომსახურება იწყება პაკეტის გააქტიურებისთანავე.

პირობები

მნიშვნელოვანი პირობები

გთხოვთ, გაეცნოთ მომსახურების ფარგლებს პაკეტის შერჩევამდე.

  • მომსახურების მოცულობა განისაზღვრება არჩეული ბიზნესპაკეტის ლიმიტებით
  • კომპანიამ უნდა მიუთითოს უფლებამოსილი პირები, რომლებსაც ჩვენთან კომუნიკაცია შეეძლებათ
  • ფინანსური, საბუღალტრო, აუდიტორული და ტექნიკური კონსულტაცია იურიდიული მომსახურების ნაწილი არ არის
  • ლიცენზიის, ნოტარიუსის, ექსპერტიზისა და სხვა მესამე პირის ხარჯები პაკეტის ფასში არ შედის
  • განსაკუთრებული სირთულის პროექტი ან ხანგრძლივი დავა შეიძლება საჭიროებდეს ცალკე შეთანხმებას

სრული სასამართლო წარმომადგენლობა

წარმოიშვა სასამართლო დავა?

სრულ საადვოკატო წარმომადგენლობას უზრუნველყოფს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი KH & PARTNERS — 30%-იანი ფასდაკლებით.

ფასდაკლება მოქმედებს პაკეტის გააქტიურებისთანავე, მათ შორის უკვე მიმდინარე საქმეზე.

დაგვიკავშირდით

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

ეს დამოკიდებულია არჩეული ბიზნესპაკეტის პირობებსა და უფლებამოსილი მომხმარებლების ლიმიტზე.

დიახ, არჩეული პაკეტის დოკუმენტური ლიმიტების ფარგლებში.

დიახ. დაგეხმარებით პროცედურისა და საჭირო დოკუმენტების მომზადებაში.

ბიზნესპაკეტებში შედის დოკუმენტური და არასასამართლო სამუშაო. სრული საადვოკატო წარმომადგენლობა ხელმისაწვდომია 30%-იანი ფასდაკლებით — პაკეტის გააქტიურებისთანავე, მათ შორის უკვე მიმდინარე საქმეზე.

დიახ, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ სისხლისსამართლებრივ შემთხვევებზე.

პაკეტები

ბიზნესპაკეტები

სამივე პაკეტი მოიცავს ბიზნესის ყოველდღიურ იურიდიულ მხარდაჭერას. განსხვავება იქნება მომსახურების მოცულობაში, ლიმიტებში, უფლებამოსილი მომხმარებლების რაოდენობასა და შესრულების ვადებში.

YUSTIA ინდმეწარმე

ინდივიდუალური მეწარმისა და თვითდასაქმებულისთვის — ბიზნესისა და პირადი საკითხების დაცვა

1,188 ₾ / წელი

99₾/ თვე

1 უფლებამოსილი მომხმარებელი

  • შეუზღუდავი ბიზნეს და პირადი კონსულტაცია
  • ხელშეკრულებები და ბიზნეს-დოკუმენტები ყოველთვე
  • 24/7 დახმარება ჩხრეკისა და ამოღებისას
იხილეთ დეტალები

YUSTIA Business Small

კომპანიისთვის, რომელსაც ჰყავს 20-მდე თანამშრომელი

2,388 ₾ / წელი

199₾/ თვე

კომპანია, დირექტორი და 2 უფლებამოსილი მომხმარებელი

  • შეუზღუდავი ბიზნეს-კონსულტაცია
  • 8 ხელშეკრულება და 5 მოთხოვნის წერილი თვეში
  • 24/7 ოფისში ჩხრეკისა და ამოღებისას
იხილეთ დეტალები

YUSTIA Business Medium

კომპანიისთვის, რომელსაც ჰყავს 20–50 თანამშრომელი

5,988 ₾ / წელი

499₾/ თვე

კომპანია, დირექტორი და 4 უფლებამოსილი მომხმარებელი

  • შეუზღუდავი კონსულტაცია 4 უფლებამოსილი პირისთვის
  • 20 ხელშეკრულება და სრული HR/კორპორაციული დოკუმენტები
  • 24/7 გადაუდებელი რეაგირება ოფისში
იხილეთ დეტალები

Enterprise

თქვენს კომპანიაში 50-ზე მეტი თანამშრომელია?

მსხვილი კომპანიებისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური იურიდიული რიტეინერი და აუთსორსული იურიდიული დეპარტამენტი.

ინდივიდუალური პირობები

მოითხოვეთ შეთავაზება

გჭირდებათ მუდმივი იურიდიული მხარდაჭერა დამატებითი თანამშრომლის დაქირავების გარეშე?

შეარჩიეთ თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პაკეტი.