იურიდიული დაცვა, რომელიც ყოველდღიურად თქვენს გვერდითაა
YUSTIA არის საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ნერგავს სააბონენტო იურიდიული მომსახურების ინოვაციურ სისტემას.
ხედვა
ჩვენი მიზანია, პროფესიონალური იურიდიული დახმარება იყოს ისეთივე ხელმისაწვდომი და გასაგები, როგორც ნებისმიერი ყოველდღიური სერვისი.
ფიქსირებული ფასით, ფარული ხარჯების გარეშე და მაშინ, როცა ის ყველაზე მეტად გჭირდებათ — ასე ვხედავთ თანამედროვე იურიდიულ მომსახურებას.
ვემსახურებით ფიზიკურ პირებს, ოჯახებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, კომპანიებს, ასევე საქართველოში მყოფ ტურისტებსა და უცხოელ სტუდენტებს — ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

რატომ შევქმენით YUSTIA
იურიდიული პრობლემა იშვიათი მოვლენა არ არის
საქართველოს სასამართლოებში ყოველწლიურად 140 000-ზე მეტი ახალი საქმე შედის, რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვი 56 000-ს აღემატება, ხოლო ხელშეკრულებას, ჯარიმას, ქირავნობას ან შრომით საკითხს ყველა ჩვენგანი აწყდება.
და მაინც, ადამიანების უმეტესობა იურისტს მაშინ მიმართავს, როცა პრობლემა უკვე გართულებულია: არ იციან, რა დაუჯდებათ; არ იციან, ვის მიმართონ; და ფიქრობენ, რომ „ჯერ არ არის საჭირო“.
ფიქსირებული ფასი
წინასწარ იცით, რა შედის პაკეტში და რა ღირს — ყოველგვარი მოულოდნელობისა და ფარული ხარჯების გარეშე.
იურისტი, რომელიც უკვე თქვენია
აღარ გჭირდებათ ყოველ ჯერზე ხელახლა ეძებოთ სპეციალისტი — საკითხი პირდაპირ შესაბამის მიმართულებას გადაეცემა.
დახმარება ადრეულ ეტაპზე
მოგვმართავთ მაშინაც, როცა საკითხი ჯერ პატარაა — სანამ ის დიდ პრობლემად გადაიქცევა.
რას ვაკეთებთ
YUSTIA აერთიანებს სამ რამეს, რაც აქამდე ცალ-ცალკე არსებობდა
ფიქსირებული ყოველთვიური პაკეტი
იცით წინასწარ, რა შედის მომსახურებაში და რა ღირს ის.
24/7 გადაუდებელი დახმარება
ადვოკატი გამოდის შემთხვევის ადგილზე დაკავშირებიდან რამდენიმე წუთში.
AI იურიდიული ასისტენტი და პირადი კაბინეტი
მომსახურება ციფრულად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოწყობილობიდან.
ჩვენი პრინციპები
რაზეც ვდგავართ
ოჯახურ და კორპორატიულ პაკეტებში კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილია სისტემის არქიტექტურითაც — თითოეულ სრულწლოვან მომხმარებელს აქვს საკუთარი დაცული პროფილი.
გამჭვირვალობა
ყველა ფასი და ლიმიტი გამოქვეყნებულია საიტზე. მომსახურება, რომელიც პაკეტს სცდება, სრულდება მხოლოდ თქვენი წინასწარი დადასტურების შემდეგ.
ხელმისაწვდომობა
იურისტთან წვდომა არ უნდა იყოს ფუფუნება. ჩვენს პაკეტებში კონსულტაცია შეუზღუდავია, ხოლო ფასი — თვეში რამდენიმე ლარი.
კონფიდენციალურობა
თქვენი ვინაობა, საკითხის შინაარსი, მიმოწერა და დოკუმენტები დაცულია ადვოკატის პროფესიული საიდუმლოებით.
პასუხისმგებლობა
ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია. არ გპირდებით სასურველ შედეგს — გპირდებით პროფესიონალურ მუშაობას, ვადების დაცვას და გულწრფელ შეფასებას.
ვინ დგას YUSTIA-ს უკან
საადვოკატო ფირმა KH & PARTNERS — ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი
0+
წლიანი გამოცდილება
0%
მოგებული საქმე
0
ქვეყანაში წარმომადგენლობა
0+
განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში
- 100-ზე მეტი გამამართლებელი განაჩენი
- 2 000-ზე მეტი საპროცესო შეთანხმება
- დაზღვეული პროფესიული პასუხისმგებლობა
- ერთი ფანჯრის პრინციპი — იურიდიული, საგადასახადო და ბუღალტრული მხარდაჭერა ერთ სისტემაში
ჩვენი ფილიალები
მორიგე ადვოკატები ორ ქალაქში — გადაუდებელ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის
თბილისი
მთავარი ოფისი და მორიგე ადვოკატები
ი. აბაშიძის ქ. 12, მე-10 სართული, 0179, თბილისი, საქართველო
ბათუმი
მორიგე ადვოკატები გადაუდებელ შემთხვევებზე
მომსახურება ხელმისაწვდომია დღეში 24 საათი
დანარჩენ რეგიონებში მომსახურებას უზრუნველყოფენ ხელშეკრულებით ჩართული ადვოკატები.
სამართლებრივი საკითხი გაქვს?
მიიღე პროფესიონალური მიმართულება და გაიგე, რა უნდა იყოს შენი შემდეგი ნაბიჯი.