YUSTIA ოჯახი
ერთი საერთო პაკეტი ოჯახისთვის
ძირითადი მომხმარებელი, მეუღლე/პარტნიორი და 18 წლამდე შვილები
59 ₾/ თვე
59 ₾ თვეში ან 708 ₾ წელიწადში
ვისთვისაა
ერთი საერთო პაკეტი ოჯახისთვის
ვინ სარგებლობს
ძირითადი მომხმარებელი, მეუღლე/პარტნიორი და 18 წლამდე შვილები
ძირითადი მოცვა
ლიმიტები საერთოა მთელი ოჯახისთვის
წარმომადგენლობის ზღვარი
—
თვიური ლიმიტები
| მომსახურება | ლიმიტი |
|---|---|
| იურიდიული კონსულტაცია | შეუზღუდავი |
| დოკუმენტის/ხელშეკრულების შემოწმება | 8 / თვე, 15 გვერდამდე |
| ხელშეკრულების მომზადება | 5 / თვე |
| განცხადება/საჩივარი | 5 / თვე |
| სამოქალაქო სარჩელი | 2 / თვე |
| სამართლებრივი ანალიზი | 2 / თვე |
| ანდერძი | 2 / წელი |
| მინდობილობა | 2 / წელი |
| ადვოკატის წერილი/ზარი | 4 / თვე |
| მოლაპარაკებაში დახმარება | 2 / თვე |
| ჯარიმის გასაჩივრება | 4 / თვე |
| ნოტარიუსის ორგანიზება | 4 / თვე |
| თარჯიმნის ორგანიზება | 4 / თვე |
წარმომადგენლობა
არასასამართლო წარმომადგენლობა
ადვოკატის წერილი ან ზარი, მოლაპარაკება და ადმინისტრაციულ ორგანოსთან კომუნიკაცია მოქმედებს პაკეტში მითითებული ლიმიტებით.
მედიაცია
მოლაპარაკებაში დახმარება ხელმისაწვდომია შესაბამისი პაკეტის ლიმიტით; რთული ან სრული წარმოება — 30% ფასდაკლებით.
სასამართლო წარმომადგენლობა
მაგისტრატის განსჯადი პირველი ინსტანციის 2 მიმდინარე საქმე.
ღირებულების ზღვარი
ოჯახისთვის ერთდროულად 2 მაგისტრატის განსჯადი საქმე; რთული და სხვა წარმოება — 30% ფასდაკლებით.
2 მიმდინარე საქმე, საერთო ოჯახისთვის.
საოჯახო მომსახურებები
- ლიმიტები საერთოა და წევრთა რაოდენობაზე არ მრავლდება
- ოჯახის წევრებს შორის ინტერესთა კონფლიქტისას ინიშნება დამოუკიდებელი პარტნიორი
- დაცული პირების სიის შეცვლა შესაძლებელია წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ; ქორწინება და შვილის დაბადება დამატებითი გამონაკლისია
გადაუდებელი პირველი რეაგირება 24/7
24/7 მორიგე ადვოკატი დაუყოვნებლივ ერთვება დაკავების, ჩხრეკის, ამოღების, პოლიციასთან კონფლიქტისა და სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების დროს.
გადაუდებელი რეაგირება აქტიურდება გადახდისთანავე. გამოძიების შემდგომი სრული დაცვა და რთული წარმომადგენლობა ხელმისაწვდომია პროფესიულ ჰონორარზე 30% ფასდაკლებით.
მომსახურებები სპეციალური პირობებით
შემდეგი რთული ან მაღალღირებულებიანი მომსახურებები პაკეტში სრულად არ შედის და აბონენტისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტულ ფასზე 30% ფასდაკლებით.
- რთული სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები
- სისხლის სამართლის სრული დაცვა გამოძიებისა და სასამართლოს ეტაპებზე
- სააპელაციო და საკასაციო წარმოება
- პაკეტის გააქტიურებამდე დაწყებული საქმეები
- პაკეტის ლიმიტს ზემოთ მოთხოვნილი მომსახურება
YUSTIA ოჯახი
59 ₾ თვეში ან 708 ₾ წელიწადში